LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროგრამებს სთავაზობს თბილისის თავისუფალი აკადემია აბიტურიენტებს – FM ქოუჩი

26
salomepirveli

გადაცემის ლაივი LIVE

რამდენად წარმატებული იყო 2020-2021 წლები თბილისის თავისუფალი აკადემიისთვის, რა პროგრამებს სთავაზობს აკადემია აბიტურიენტებს – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში “FM ქოუჩი” აკადემიის რექტორმა სალომე პირველმა ისაუბრა.


რამდენად წარმატებული იყო 2020-2021 წლები თბილისის თავისუფალი აკადემიისთვის?

თბილისის თავისუფალი აკადემიისთვის 2020 – 2021 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. აკადემია აბიტურიენტებს მრავალფეროვან აკრედიტირებულ პროგრამებს სთავაზობ. ამ პერიოდში აკადემიამ შეძლო სააკრედიტაციოდ გაეტანა ექვსი პროგრამა, რომლებმაც მოიპოვეს უპირობო აკრედიტაცია.

კონკრეტულად რა პროგრამები გაქვთ?

აღნიშნული პროგრამებიდან ორი არის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

1. ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა;
2. ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა;

ხოლო, დანარჩენი ოთხი კი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტია საგანმანათლებლო პროგრამა. ესენია:

1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
2. დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – I-IV კლასები) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
3. დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) მათემატიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
4. ქართულის, როგორც მეორე/უცხოური ენის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური).

რატომ აირჩიეთ ეს მიმართულებები?

თბილისის თავისუფალმა აკადემიამ ჩაატარა შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა რომ სწორედ ამ  მიმართულებებით იყო მოთხოვნა ყველაზე მაღალი. ჩვენ გამოვიკითხეთ აბიტურიენტები, მასწავლებლები და საჯარო და კერძო სკოლის დირექტორები, ასევე დამსაქმებლები. კვლევამ აჩვენა, რომ უდავოდ დიდი მოთხოვნა აღნიშნული მიმართულებებით.

რაც შეეხება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, ეს არის 60 კრედიტიანი ერთ წლიანი პროგრამა, რომელიც ამზადებს მასწავლებელს იმისათვის, რომ მოიპოვოს სკოლაში მუშაობის დაწყების უფლება. მასწავლებლის პროფესია არის რეგულირებადი სახელმწიფოს მიერ. რაც იმას ნიშნავს, რომ საქმიანობის განსახორციელებლად პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური განათლება და ჩააბაროს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა.

რა არის აკადემიის ბენეფიტები სტუდენტებისათვის?

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ასევე შესაძლებელია სტუდენტმა, ისარგებლოს მობილობის წესით, თუ სტუდენტს პირველი კურსი უკვე დახურული აქვს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადაც ჩაირიცხა.

ხოლო, რაც შეეხება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, ამ შემთხვევაში აბიტურიენტს უკვე უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საგნობრივი გამოცდა ჩაბარებული, ხოლო ამის შემდეგ აბარებს შიდა გამოცდას ინსტიტუციაში.

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილ სტუდენტთათვის შიდა გრანტი – 50 %
  • სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შიდა გრანტი 50%

ასევე, საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტს შეუძლია მოიპოვოს შიდა გრანტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები