LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქში მოძრავ ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება

126

დედაქალაქში მოძრავ ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება. აღნიშნული სერვისით, დედაქალაქის მერია 2019 წლის ბოლომდე ყველა ავტობუსის აღჭურვას გეგმავს.

როგორც თბილისის სატრანსპოსტო კომპანიაში აცხადებენ, სერვისი 2019 წლის იანვრიდან, ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად დაინერგება.

„ტექნიკურად იმუშავებენ და ეს სერვისი იქნება არა მხოლოდ ახალი, MAN-ის ავტობუსებისთვისაც. რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, აქ სავარაუდოდ, არ იქნება, რადგან ამას ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდება. თუმცა, 2019 წლის ბოლოსთვის მთელი ავტობუსების პარკის შეცვლა იგეგმება და ყველა ავტობუსში, რომელიც ტექნიკურ საშუალებას მოგვცემს, ვგეგმავთ იყოს უფასო WI-FI-ს სერვისი,“ – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g