ანსამბლი „სუხიშვილები“ ამჯერად პოლონეთში ტურნეს მართავს. ევროპული ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი მორიგი წარმატებული კონცერტი დასმა ქალაქ ტორუნში გამართა. როგორც მოსალოდნელი იყო, „სუხიშვილების“ პროგრამას მაყურებელი სრული ანშლაგით დაესწრო, კონცერტმა უდიდესი რეზონანსიც გამოიწვია.
ანსამბლის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ამ კონცერტის ამსახველი ფოტოები, სადაც ბოლოს მაყურებელთან ანსამბლის ხელმძღვანელები ნინო და ილიკო სუხიშვილები გამოვიდნენ. ნინო სუხიშვილი ამ დღეს ბრწყინავდა ულამაზეს შავ კაბაში, რომელიც საოცრად ორიგინალური მაქმანებით იყო გაფორმებული.