ოკუპირებულ დონეცკში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. შესაბამის ბრძანებას ხელი ე.წ. პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა მოაწერა.
„მოვუწოდებ თანამემამულეებს, რომლებიც რეზერვში არიან, მოვიდნენ სამხედრო კომისარიატებში. დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას საერთო მობილიზაციის შესახებ“, – განაცხადა პუშილინმა.
განგაშის სიგნალი ჩართულია – დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ლიდერი მოსახლეობის ევაკუაციას აცხადებს