LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განგაშის სიგნალი ჩართულია – დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ლიდერი მოსახლეობის ევაკუაციას აცხადებს

92
1

ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში, აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშლინმა მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. 

Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ქალებსა და ბავშვებს რუსეთის როსტოვის ოლქში გადაიყვანენ.

ცოტა ხნის წინ მედიაში ასევე გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც რეგიონის ქუჩებში განგაშის სიგნალის ხმა ისმის. 

“უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მალე უბრძანებს სამხედროებს შეტევაზე გადასვლას”, – განაცხადა დენის პუშლინმა.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, დენის პუშლინმა აღნიშნა, რომ რუსეთი დათანხმდა საცხოვრებლის უზრუნველყოფას და რომ პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს ენიჭებათ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი აღნიშნა, რომ ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დონბასში მოახლოებული შეტევითი ოპერაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.

შეგახსენებთ რუსეთ-უკრაინას შორის კვლავ დაძაბული ვითარებაა.

Unian-ის ცნობით, 17 თებერვალს რუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ხუთი სამოქალაქო პირი დაშავდა. 

პესკოვი: რაც დონბასში ხდება, საგანგაშო და პოტენციურად ძალიან საშიშია

17 თებერვალს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ხუთი სამოქალაქო პირი დაშავდა – უკრაინული მედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები