LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი: დენის პუშილინი

4114
პუშილინი

პოლიტოლოგისა და კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანის აფეთქებას, უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინი ეხმიანება და აცხადებს, რომ „დარია დუგინა უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა ააფეთქეს“.

მისი განცხადებით, „უკრაინული რეჟიმის ტერორისტები“ თავად ალექსანდრ დუგინის მოკვლას ცდილობდნენ.

ვიდეო: ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, მედიის ცნობით, გოგონა ადგილზე დაიღუპა – ვრცელდება აალებული მანქანის კადრები

„უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი… მანქანაში. კურთხეული ხსოვნა დარიას, ის ნამდვილი რუსი გოგონაა“, – წერს პუშილინი ტელეგრამის არხზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები