თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საოკუპაციო ხათან დაკავებულების გასათავისუფლებლად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
კალაძემ არნიშნა, რომ დაკავებები არის უკანონო და „ყველაფერს სცდება.
„ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური ჩართული იქნება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ გათავისუფლებული. ეს სიახლე არ არის. სამწუხაროდ, ყოველთვის იყო ეს დამოკიდებულება მათი მხრიდან, რაც არის ყველანაირად უკანონო და ყველაფერს სცდება, თუმცა ჩვენი სამსახურები მაქსიმალურად იმუშავებენ“, – განაცხადა კალაძემ.
რუსმა სამხედროებმა დღეს გორის რაიონის სოფელ კირბალში 50 წლის აკაკი დათიაშვილი დააკავეს.
საოკუპაციო ხაზთან ასევე დააკავეს მაია ოთინაშვილი, რომელიც უკვე მეცხრე დღეა ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.