უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. ამ წუთებში ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტი 10 000 ადმიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.
აფეთქების მიზეზი უცნობია. ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.
ადგილზე სპეციალური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ჩერნიგოვისკენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ გროისმანი მიემართება.