ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „მოსკოვი უკრაინის ფარული დესტაბილიზაციის მცდელობებიდან ღია სამხედრო ქმედებებზე გადავიდა“. მისი განმარტებით, „ეს რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაცია და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა“.
მან რუსეთ-უკრაინის კრიზისს ევროპულ უსაფრთხოებაში ყველაზე საშიში მომენტი უწოდა თაობებისთვის.
„ნატო მიზანმიმართული და ერთიანია თავის გადაწყვეტილებაში, დაიცვას ყველა მოკავშირე. ბოლო კვირების განმავლობაში მოკავშირეებმა კიდევ ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და კიდევ უფრო მეტი რეზერვშია. ჩვენ 100-ზე მეტი თვითმფრინავი გვყავს საბრძოლო მზადყოფნაში, მოკავშირეების 120-ზე მეტი ხომალდია ზღვაში უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ალიანს აგრესიისგან დაიცავს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.