LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორელი რუსებს: აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში

202
BeFunky-collage

“აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში” – ასე მიმართა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

“დღეს ჩვენ ვთანხმდებით ერთსულოვნად და მტკიცედ ვუპასუხოთ რუსეთის უკანონო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირის სანქციები შეეხება რუსეთის დუმის 351 წევრს, რომლებმაც ხმა მისცეს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას. ასევე, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

სანქციები მოიცავს პოლიტიკურ, სამხედრო, ბიზნეს და მედია სექტორებს, ეკონომიკურ ურთიერთობებს 2 სეპარატისტულ რეგიონსა და ევროკავშირს შორის, ასევე რუსეთის სახელმწიფოს წვდომას ევროკავშირის კაპიტალისა და ფინანსურ ბაზრებზე. გადაწყვეტილება მიიღება ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით”, – წერს ბორელი Twitter-ზე.

დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე – კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

 

magti 5g