LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუჩიში“ გამოწყობილი 74 წლის ელტონ ჯონი „მედისონ სქვერ გარდენზე“ გადაიღეს – ვარსკვლავს გადაადგილება უფრო და უფრო უჭირს

99
page

ელტონ ჯონისთვის გასული წელი საკმაოდ დატვირთული იყო, მან ფაქტობრივად მთელი წელი მეუღლესთან, დევიდ ფერნიშთან ერთად მოგზაურობაში გაატარა, თუმცა როდესაც ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.  როგორც მის ქმარი აცხადებს, მას ოპერაციაც კი დასჭირდა.

ფოტო: „ის ოპერაციისთვის ემზადება“ – საზაფხულო კრუიზის შემდეგ ელტონ ჯონი მენჯის ტკივილისგან იტანჯება 

ფოტო: 74 წლის ელტონ ჯონი მეუღლესთან ერთად რომანტიკულ მოგზაურობაში გაემართა 

თუმცა, ის მაინც არ წყვეტს თავის საქმიანობას. ახლახან, 74 წლის ელტონი „მედისონ სქვერ გარდენზე“ გადაიღეს, ის თავიდან ფეხებამდე „გუჩის“ ტანისამოსში იყო გამოწყობილი. მას სიარული უჭირდა და ნელა გადაადგილდებოდა. როგორც ცნობილია, ლეგენდარული არტისტი კონცერტისთვის ემზადება, რომელიც ნიუ-იორკში უნდა გაიმართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები