12 ოქტომბერს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინც ედუარდისა და სარა ფერგიუსონის ქალიშვილის, პრინცესა ევგენიას ქორწილს იზეიმებს. უკვე ცნობილია, რომ 28 წლის მონარქს ქორწილისთვის დიეტოლოგი გაბრიელა პიკოკი ამზადებს. ამ უკანასკნელმა თავის დროზე პრინც ჰარისთან იმუშავა. „დეილი მეილმა“ გაავრცელა პრინცესა ევგენიას ახალი ფოტოები, სადაც ის იასამნისფერ კაბაშია გამოწყობილი და საგრძნობლად გამხდარი ჩანს. ევგენიას წონის პრობლემები ადრეც აწუხებდა, თუმცა ახლა ფანტასტიკურად გამოიყურება.
დედოფალ ელისაბედის შვილიშვილის, პრინცესა ევგენიასა და ჯეკ ბრუკსბენკის ქორწილში პატარძლის მეჯვარე მისი და, პრინცესა ბეატრისი იქნება. მეყვავილეების ამპლუაში კვლავ ვიხილავთ პრინც ჯორჯსა და პრინცესა შარლოტას. ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი უინძორის სასახლეში გაიმართება, სადაც შეკრებილი საზოგადოების წინაშე ანდრეა ბოჩელი იმღერებს.