ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, რუსეთისთვის ევროპის საბჭოს წევრობის შესაჩერებლად პროცედურა დაიწყო.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი წერს.
როგორც მორავეცკი აღნიშნავს, გადაწყვეტილების შესახებ მალე გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ წევრობის შეჩერების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას.