საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში იმყოფება. ამის ამსახველ ფოტოს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ავრცელებს, სადაც ის ფრანგულ რადიოსადგურში “france inter” იმყოფება.
სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შაბათს, 26 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას მიიწვია.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
პარიზის გარდა, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ასევე მიწვეულია ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ.
Going live at 8:20 Paris time on @franceinter pic.twitter.com/QFaWqLiMqX
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 28, 2022
