ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ ე.წ. პრეზიდენტის განკარგულებით, დანარჩენ საქართველოსთან არსებული ე.წ. საზღვრის დაცვა ძლიერდება.
დე ფაქტო კომიტეტში განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომა „თბილისის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად“ არის მიღებული.
„გაძლიერებულია სამხრეთ ოსეთი – საქართველოს საზღვრის დაცვის რეჟიმი. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური ღონისძიებებია მიღებული ქართული მხარის მიერ.
ოპერატიული მდგომარეობა საზღვარზე მისი გაუარესების კუთხით არ შეიმჩნევა, ინციდენტები და პროვოკაციები არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ე.წ. უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.