LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ ამ ქვეყანაში გასროლა არ მოხდეს – თითის დატკაცუნებით, არ ხდება არც ქვეყნის მართვა და არც გადაწყვეტილებების მიღება: წულუკიანი

239
თეა-წულუკიანი

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ ამ ქვეყანაში გასროლა არ მოხდეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ასე თითის დატკაცუნებით, არ ხდება არც ქვეყნის მართვა და არც გადაწყვეტილებების მიღება.

„მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველომაც დასაჯოს რუსეთი სანქციებით. ამიტომაც გაიხსენა პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად ადეკვატურად და რელევანტურად, თავის დროზე რომ გადავწყვიტეთ, რომ რუსეთი დაგვესაჯა და გაგვეკოტრებინა და სამტრედიის გზა რომ გადავკეტეთ. ეს ჩვენ ბავშვობაში იყო.

დაახლოებით ასეთი ტიპის მოთხოვნაა, დავსაჯოთ რუსეთი ჩვენ ერთმა საქართველომ, ჩვენ ვერ დავსჯით რუსეთს ეკონომიკურად ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენ რისი შესაძლებლობაც გვაქვს იმას ვაკეთებთ. ასევე საუბარი იყოს, რომ ავუკრძალოთ რუსეთის საჰაერო შესაძლებლობები შევზღუდოთ და არავინ აქ რუსული კომპანიები არ ჩამოფრინდნენ. ჩვენთან რუსული კომპანიები, არც სამხედრო და არც სამოქალაქო მიზნით ისედაც არ დაფრინავენ. თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე არ გამოვაყენებინოთ მათ, ეს ჩვენ იმდენად გვეხება, რამდენადაც როდესაც ისინი ჩვენ სივრცეს იყენებენ, ისინი მიდიან სხვა ქვეყანაში, ამიტომ ალბათ ამ სხვა ქვეყნებს უნდა ვკითხოთ, ხომ არ დაზიანდებიან.

ასე თითის დატკაცუნებით, არ ხდება არც ქვეყნის მართვა და არც გადაწყვეტილებების მიღება. ზოგიერთ უნდა, რომ მხოლოდ ემოციებით ვიხელმძღვანელოთ, ეს ძალიან კომფორტულია, მაგრამ როდესაც ხელისუფალი ხარ, მხოლოდ ემოციები ვერ იქნება შენი ბარომეტრი. თუ ჩვენ ასევე იმას გვთხოვენ, რომ ჩვენი ჯარი გამოვიყენოთ, მაგრამ ამ შეკითხვაზე უკან იხევენ, არა ამას არ ვითხოვთო. მაშინ გაუგებარია რას ითხოვენ. თუ ვინმეს აქვს სურვილი, აჩვენოს თავის სიმამაცე, ეს არ ხდება რუსთაველზე ყვირილით, თუმცა ესეც მისასალმებელია, რომ ადამიანი თავის გულწრფელ პროტესტს გამოხატავს. ამისთვის სახელმწიფო ქმნის პირობებს, რომ ეს პროტესტი გამოიხატოს მშვიდობიანი გზით. თუ მეტი სურს რომელიმე ინდივიდს, ამისთვისაც არსებობს შესაბამისი გზები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

magti 5g