LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინისა და ღარიბაშვილის გინების გამო დააკავეს ადამიანები“ – ბათუმში გამართულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

120
1231321231

„უკრაინის მხარდაჭერა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა“ – ამ მიზნით ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა, სადაც პოლიციამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ანთაძის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულია ოთხი პირი. მისი თქმით, მოქალაქეები მშვიდობიან აქციას მართავდნენ.

“პარლამენტში და უმაღლესში დეპუტატები იგინებიან, რატომ არ შეუძლია მოქალაქეს გინება. პუტინისა და ღარიბაშვილის გინების გამო დააკავეს ადამიანები” ,- აცხადებს ლევან ანთაძე.

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g