ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მსახიობ კახა კინწურაშვილს მიმართავს.
“მე ვიცი შენ რა გაწუხებს, რას როგორ გრძნობ და ხედავ!
რატომ ბრაზდები, ვისზე ბრაზდები..
ჩვენ აფხაზეთის ომმა, ადამიანები, სახლი, ურთიერთობები და კიდევ ბევრი რამ წაგვართვა..
მაგრამ ვერც ერთმა გარემოებამ ვერ წაიღო ვერ წაშალა, მენტალური კოდი, რომელიც ერთნაირებს ერთმანეთს აკავშირებს! რომელიც ყველა მატერიაზე მაღლა დგას! უპირველესად შიშზე და უთქმელობაზე, მაშინ როცა დუმილი ერთდროულად სასჯელიც არის და დანაშაულიც! ..
მიხარია რომ ხარ იქ და ისეთი როგორიც ხარ! როგორსაც გიცნობ!
ენგურ-გამოღმა შეძენილ ზუსტად შენნაირ ენგურ გაღმელ მეგობარს ვისურვებდი!
ძალიან მიყვარხარ და საჯაროდ მინდოდა ეს შენთვის მეთქვა!”,-წერს თათია ზუხბაია ფეისბუქში.