LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტერი გამოფიტულია და ზოგიერთ რაიონში იძულებულია უკან დაიხიოს, უკრაინის არმიას ათი ათასობით რეზერვისტი უერთდება: შმიგალი

65
1

“მტერი გამოფიტულია და ზოგ რაიონში იძულებულია, უკან დაიხიოს”, – უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინელი სამხედროები ლომებივით იბრძვიან და მტკიცედ იცავენ თავს, მტრის არმია კი ძალას კარგავს:

“დღეს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მეშვიდე დღეა. ჩვენი სამხედროები ლომებივით იბრძვიან ყველა მიმართულებით და მტკიცედ იცავენ თავს. მტერი გამოფიტულია და ზოგიერთ რაიონში იძულებულია ტაქტიკურად უკან დაიხიოს.

ამის პარალელურად, ჩვენს ჯარს ათიათასობით რეზერვისტი უერთდება. უკრაინაში იარაღი მთელი მსოფლიოდან შემოდის და, რაც მთავარია, ის შიში და დაბნეულობა, რომელიც ომის პირველ და მეორე დღეს ბევრ ადამიანს დაეუფლა, ახლა გამბედაობით შეიცვალა.

ყველამ იცის, რომ ჩვენ ჩვენ ვიბრძვით განმათავისუფლებელ ომში ჩვენი მიწისა და ჩვენი მომავლისთვის. მტერს ჩადენილ დანაშაულს არ ვაპატიებთ. უკრაინის ქალაქებში განხორციელებული სარაკეტო იერიშისთვის, ჰააგაში დაისჯებიან არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ამ არაადამიანური გეგმის ავტორებიც.

“რკინის ფარდა” სულ უფრო და უფრო ეშვება აგრესორის წინაშე. გლობალური კომპანიები რუსეთიდან გადიან, რადგან მათ არ სურთ სისხლიან ფულში ჩაბმა”, – განაცხადა შმიგალმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინის მიღწევებზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზეც გაამახვილა ყურადღება:

“უკრაინა ძლიერდება. ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ქვეყანა ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს შეუერთდა. ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი აქციები მთელ მსოფლიოში იმართება. ახლა უკრაინა მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ცენტრია.

სამთავრობო გუნდი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად კიევში, ომის პირობებში მუშაობს. ჩვენ არსად წავალთ და მტერს არ დავნებდებით”, – განაცხადა დენის შმიგალმა.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: 

mazda magti 5g