LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრამერი: ზელენსკის ყველანაირი უფლება აქვს, რომ საქართელოს მთავრობაზე განრისხებული იყოს

4472
ჰტჯტყტ

ბუშის ინსტიტუტის, გლობალური პოლიტიკის მმართველი დირექტორი, დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ “ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა არ აკეთებს უკრაინის მხარდამჭერ ნათელ განცხადებებს.”

“პრეზიდენტ ზელენსკის ყველანაირი უფლება აქვს, რომ განრისხებული იყოს. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები, არჩევანი და ქმედება, რომელსაც საქართველოს მთავრობისგან ვხედავთ, შემაშფოთებელია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ შეურთდება [დასავლეთის სანქციებს] და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ყველა უფლება აქვს, რომ გაბრაზებული იყოს საქართველოს მთავრობაზე ამის გამო.

მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობით. ეს ის დროა, როდესაც უკრაინას სჭირდება და იმსახურებს საერთაშორისო სოლიდარობას, მათ შორის საქართველოდანაც.

“მრავლად ჰყავთ წარმომადგენლები უკრაინაში, მათ შორის დავით არახამია” – კობახიძე ზელენსკის გადაწყვეტილებაში ენმ-ს როლს ხედავს

კალაძე: თავს შევიკავებ ზელენსკის განცხადების შეფასებისგან, რადგან ქვეყანა ომშია

საქართველო, რა თქმა უნდა, 2008 წელს თავად იყო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და დღემდე მცოცავი ოკუპაციის მსხვერპლია. ასე რომ ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა არ აკეთებს უკრაინის მხარდამჭერ ნათელ განცხადებებს”, -აცხადებს დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან.

ამირან სალუქვაძე: ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან მოკლე ვადებთან გვაქვს საქმე, უკრაინისთვის ყველაზე პოზიტიური სცენარითაც კი, საკმაოდ მძიმე სურათი იკვეთება

7 დღეში რუსულ აგრესიას 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები