LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: თავს შევიკავებ ზელენსკის განცხადების შეფასებისგან, რადგან ქვეყანა ომშია

486
BeFunky-collage (2)

ზელენსკის განცხადების შეფასებისგან უბრალოდ თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია, – ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას თბილისის მერი.

კახა კალაძემ საკითხზე კომენტირებისას უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და თქვა, რომ საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით ყოველთვის იდგა და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველო ყოველთვის დგას, იდგა და მომავალშიც იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნა გამოყენებული, რომ დავდგომოდით გვერდით უკრაინელ ხალხს. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მომავალშიც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს.

რაც შეეხება დახმარებას – ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები ყველანაირად არიან უზრუნველყოფილები. ასევე, ჰუმანიტარული ტვირთი იქნა გაგზავნილი და ამაზე არ ვჩერდებით, ეს გაგრძელდება. მე პირადად კახა კალაძე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მზად ვარ დავუდგე გვერდით უკრაინელ ხალხს.

ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურება და ვაპირებთ, რომ გავხსნათ ანგარიში იმისთვის, რომ ფინანსური დახმარება გავუწიოთ უკრაინელ ხალხს. ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გავაკეთებთ განცხადებას, თუ სად შეეძლებათ თანხის გადმორიცხვა.

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას – მე უბრალოდ შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს. დანარჩენი შემდეგ გავაკეთებ შეფასებას და განცხადებას,” – განაცხადა კახა კალაძემ.

1 მარტს,  უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

რუსები ორი მიმართულებით ცდილობენ კიევის ბლოკირებას – გენერალური შტაბის ბოლო ცნობები

ოკუპანტებმა ხერსონში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს – “დაღუპულია ბევრი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g