გაზრდილი კომუნალური გადასახადები და არასწორად დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადი – დაახლოებით 700 საჩივარი შევიდა “სემეკში” “თელმიკოს” წინააღმდეგ – ჩვენ დავინტერესდით ამ თემით, როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი , რას ეტყვის ადვოკატი იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული სკეპტიციზმი აქვს და ფიქრობს, აქვს თუ არა აზრი ჩივილს, ა/ო სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრის თავმჯდომარე , ადვოკატი მარიკა არევაძე საუბრობს ჩვენს ეთერში. ინტერვიუს ვრცელ ვერსიას შეგიძლიათ, შესაბამის ლინკზე მოუსმინოთ, რომელიც თან ახლავს გადაცემას.
– პირველ რიგში, გვითხარით, რა კონკრეტული შემთხვევები იცით, რა დროსაც მოქალაქეებს არასწორად დარიცხული გადასახადი მიუვიდათ
– ნამდვილად ბევრ ადამიანს შეუქმნა პრობლემა “თელასის” გაყოფამ და “თელმიკოს” გამოჩენამ. ბევრმა მოქალაქემ მოგვმართა, რომელსაც ასობით ლარით მეტი გადასახადი დაერიცხათ იმავე მოხმარების პირობებში, ანუ სხვაობა 5 და 10 ლარი არ იყო. ბევრი მაგალითი გვაქვს, როცა მომხმარებლებმა “თელმიკოს” განცხადებით მიმართეს და შედეგი გამოიღო. პირველი რჩევა, რაც მინდა მივცე მოქალაქეებს – როგორც ვიცით, შეგვიძლია გადასახადი გადავიხადოთ რამდენიმე გზით: აპარატით, ინტერნეტბანკით ან უშუალოდ ბანკში მივიდეთ. როგორც აღმოჩნდა, ე. წ. ფეი აპარატებით გადახდისას პრობლემებია, ამიტომ ვურჩევ ყველას, ინტერნეტბანკით გადაიხადონ. მე მქონდა შემთხვევა, როცა ერთოთახიან ბინაზე 450 ლარი მიუვიდა მოქალაქეს იგივე მოხმარებისას, რაც წინა თვეში ჰქონდა. მისი განცხადება დაკმაყოფილდა, თუმცა იყო ბიუროკრატიული პროცესი, დროში გაიწელა. ერთი მოცემულობაა კიდევ – ადამიანები დააყენეს არჩევანის წინაშე – ან გადაიხდი, ან გაგეთიშება ელექტროენერგია.
– ანუ , გადახდის შემდეგ გასაჩივრებას აზრი არ აქვს ?
– ძირითადად, ამბობდნენ, რომ თითქოს მოქალაქეებს წინა თვეების თანხა არ გადაუხდიათ და ერთიანად დაარიცხეს, ამიტომ ვისაც წინა თვის ქვითრები შენახული აქვთ, “თელმიკოს” უნდა მიმართოს, ასევე სასურველია “სემეკსაც” მიმართოს. თუ თელმიკოს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არ მოხდა, შემდეგ დავა სასამართლოში გრძელდება.
– ანუ თუ გვაქვს წინა თვის ქვითრები, თუ გვაქვს შესაძლებლობა, დავფარავთ გაზრდილ გადასახადს და მერე დავიწყებთ ბრძოლას
– კი, თუ ვეტევით ვადებში, რომ არ გაგვითიშონ კარგია, ან გადავიხადოთ და მერე დავიწყოთ თანხის დაბრუნებაზე ბრძოლა.
– დროის საკითხზე რას იტყვით, რამდენი ხნის განმავლობაში იწელება პროცესები
– პარალელურად შეიძლება, თელასშიც შევიტანოთ განცხადება, რომ არ გათიშონ ელექტროენერგია, სანამ არ გაირკვევა ყველაფერი. გადახდის მერეც შეუძლიათ თანხის დაკორექტირება. იურისტთან კონსულტაცია სჯობს რა თქმა უნდა, რომ თავიდანვე იცოდნენ, თავი როგორ დაიცვან.