LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლებლების ხელფასი სამჯერ უნდა გაიზარდოს, დირექტორი კი ლიდერი იყოს – მამუკა ბახტაძე

324

2022 წლისთვის საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელფასი სამჯერ უნდა გაიზრდოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ამის შესახებ მან იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარადგენისას განაცხადა.
2018-2019 წელს კი, გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე პედაგოგი მიიღებს, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტების განსახორციელებლად. განათლების რეფორმაში იქნება ხუთი მიმართულება: ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი და მეცნიერება. სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან სწორედ განათლება ადრეული ასაკიდან აისახება შემდეგ საფეხურებზე. რეფორმირებული სკოლა იქნება ორიენტირებული მოსწავლის პიროვნულ განვითარებზე.

2019 წელს დავიწყებთ 50 სკოლით და ეტაპობრივად მოვახდენთ ახალი მოდელის დანერგვას, 2023 წლისთვის 2000-ზე მეტ სკოლაში დაინერგება ახალი მოდელი. ყველა სკოლა საქართველოში უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის. გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე 2018-2019 წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის, საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზრდოს სამჯერ.

თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც სკოლას მართვის ახალი მოდელით იხელმძღვანელებს,“ – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g