რუსული ინტერნეტ გვერდებზე (https://afisha.bigmir.net/) იმ არტისტების სია ვრცელდება, ვინც ღიად გამოდის პუტინის მხარდასაჭერად და უკრაინაში საომარ მოქმედებებს ამართლებს. არტისტების სიას ახლავს მოწოდება: „უკრაინელმა ხალხმა იცის, რა გააკეთოს.“
ალა პუგაჩოვას შემდეგ რუსეთს რენატა ლიტვინოვა, ქსენია სობჩაკი და ზემფირა ტოვებენ
ჩამონათვალში ის მუსიკოსები შედიან, ვინც აქამდეც ღიად უჭერდა მხარს პუტინს. მათ შორის ფილიპ კირკორივი, ნიკოლაი ბასკოვი, ოლეგ გაზმანოვი, რადიონ გაზმანოვი, ჯიგანი, ალექსეი შერბაკოვი, დანა ბორისოვა და სხვები.
არტისტები ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ პოსტებს და წერენ, რომ ისინი მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებენ.
ცნობილი რუსები, რომლებიც პუტინს მხარს უჭერენ და უკრაინაში ომს ამართლებენ