ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში სპექტაკლი “მუსიკის ჰანგები” გაიმართა. უკრაინის სოლიდარობის ნიშნად შესრულდა უკრაინის ჰიმნი.
გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში.
თეატრი ამ ფორმით თანადგომას და სოლიდარობას უცხადებს, თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ გმირებს, იქ დარჩენილ მოსახლეობას და აქ მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის სპექტაკლზე დასწრება უფასოა.