ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, ალინა კაბაევა, რომელიც რუსეთში სანქცირებულთა სიაშია, 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად, სავარაუდოდ, შვეიცარიაში იმალება. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ალინა კაბაევა პუტინის ფავორიტ სპორტსმენთა სიაშია, მას რუსეთის პრეზიდენტთან რომანსაც მიაწერდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ახორციელებს თავდასხმას უკრაინასა და უდანაშაულო მოქალაქეებზე, მისი “ოჯახი” შვეიცარიის ალპებშია დაცულად – ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, – ეუბნება გამოცემას წყარო.
არსებობს რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება, რომელთა მიხედვით, მაშასა და კატიას გარდა, რუსეთის პრეზიდენტს სხვა შვილებიც უნდა ჰყავდეს, სწორედ ალინა კაბაევასგან.
როგორც წყარო ამბობს, რომ მათ ჰყავთ 7 წლის ტყუპი ქალიშვილები, რომლებიც დაიბადნენ შვეიცარიაში, 2015 წლის თებერვალში. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ასევე ჰყავთ ორი ვაჟი.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირი პუტინისა და ცნობილი მხატვრული ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას სავარაუდო რომანტიკული კავშირების შესახებ სკანდალური სტატია 2008 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „მოსკოვსკი კორესპონდენტში“.
პუტინმა ეს ინფორმაცია მაშინ საჯაროდ უარყო, ხოლო გაზეთი ამ პუბლიკაციის შემდეგ დაიხურა.
ცნობილი რუსები, რომლებიც პუტინს მხარს უჭერენ და უკრაინაში ომს ამართლებენ