LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ბედავთ რუსული სიმბოლოების, დროშის და ჰიმნის შეურაცხყოფას? – პუტინის ფავორიტი ალინა კაბაევა მსოფლიოს  მიმართავს

5151
kabaeva304

ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, ალინა კაბაევა, რომელიც რუსეთში სანქცირებულთა სიაშია, ინტერვიუში ღიად აკრიტიკებს ცივილიზებული სამყაროს პოზიციას.

„ამაზე სამარცხვინო პოზიცია მსოფლიო სპორტის ისტორიაში არ ყოფილა. მსოფლიო სპორტული ორგანიზაციების ბრძოლა ვითომ მშვიდობისთვის, უბრალოდ სამარცხვინოა. რატომ არ დარდობენ ეს ორგანიზაციები ერაყსა და სირიაში დაღუპული ხალხის გამო? რატომღაც მხოლოდ ის ეწყინათ, რომ დონბასის და ლუგანსკის დაცვა ვცადეთ ნაცისტებისგან. როგორ ბედავთ რუსული სიმბოლოების, დროშის და ჰიმნის შეურაცხყოფას? ყველა შეჯიბრზე რუსი სპორტსმენები მიკროსკოპებში უნდა გაატაროთ? ამის მიუხედავად, ყველას ვჯობდით, სულ ვიმარჯვებდით. რუსეთი დიდი ქვეყანაა, დიდი სპორტული მიღწევებით“, – წერს კაბაევა, რომელიც „ნაციონალური მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.

ის პუტინის ფავორიტ სპორტსმენთა სიაშია, მას რუსეთის პრეზიდენტთან რომანსაც მიაწერდნენ.

ცნობილი რუსები, რომლებიც პუტინს მხარს უჭერენ და უკრაინაში ომს ამართლებენ

„არ გვჯერა პუტინის განცხადების!“ „სირცხვილი ჩვენ!“, „გვაპატიეთ, თუ შეძლებთ“ – რუსი ხელოვანები პუტინის წინააღმდეგ ღიად გამოდიან

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები