ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნეს.
ამის შესახებ კიმი Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
„აეროპორტი ჩვენია! ჩვენ ისინი გავყარეთ. უფრო კომფორტულად ვეწყობით. მართალია, თვითმფრინავებს ახლა არ შეუძლიათ ფრენა, მაგრამ აეროპორტი ჩვენია. ეს საჭირო ობიექტია“, – ამბობს გუბერნატორი ვიდეომიმართვაში და ამატებს, რომ რუსმა სამხედროებმა თავის გადარჩენა გაქცევით სცადეს.
„სხვა მხრიდანაც იბრძოდნენ, იქ უფრო მცირე ძალებით შედიოდნენ. დაბნეული პატარა ზღარბები ბუჩქებში დარბიან. მათ არ იციან რა გააკეთონ. ახლა ჩვენ ყველას ვიპოვით“. – აღნიშნა ნიკოლაევის გუბერნატორმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.