LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღირსეული და რეპრესირებული ადამიანები რუსეთსაც ჰყავს და ნებისმიერი რუსის მიღებაზე კატეგორიული უარი სწორედაც რომ ქსენოფობიაა: იაგო კაჭკაჭიშვილი

174
იაგო კაჭკაჭიშვილი

„ღირსეული და რეპრესირებული ადამიანები რუსეთსაც ჰყავს და ნებისმიერი რუსის მიღებაზე კატეგორიული უარი სწორედაც რომ ქსენოფობიაა“, – ასე ეხმიანება სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში წამოწყებულ კამპანიას, სადაც საქართველოს მოქალაქეები, რუსი ეროვნების ადამიანების საქართველოში ლტოლვილად მიღების წინააღმდეგი არიან.

როგორც იაგო კაჭკაჭიშვილი წერს, აღნიშნული კამპანიის წარმოების ნაცვლად, უმჯობესია საზოგადოებამ მოითხოვოს სავიზო რეჟიმის და სამართლიანი “ფილტრების” შემოღება რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელებისთვის.

„ფბ-ზე მასობრივად ვრცელდება შაბლონური ტექსტი, რომელიც ასე იწყება:

“მე, (სახელი და გვარი), საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რუსი ეროვნების ადამიანის საქართველოში ლტოლვილად მიღების და საერთოდ მათ მიერ, ჩემი ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის, თუნდაც ტურისტის სტატუსით”

და ა.შ.

არ ვარგა, მეგობრებო, ასე. არ არის ეს ღირსეული განცხადება. ღირსეული და რეპრესირებული ადამიანები რუსეთსაც ჰყავს და ნებისმიერი რუსის მიღებაზე კატეგორიული უარი სწორედაც რომ ქსენოფობიაა.

ნუ გადავეშვებით მეორე უკიდურესობაში.

ამას ჯობია, მოვითხოვოთ სავიზო რეჟიმის და სამართლიანი “ფილტრების” შემოღება რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელებისთვის. უნდა შევძლოთ და ერთმანეთისგან განვასხვავოთ პირობითად მიხეილ ფიშმანები და პირობითად თინა კანდელაკები.

“ყველა რუსი ერთია!” არის ექსტრემისტული განცხადება. “მეორე რუსეთი” იმ გაგებით არ არსებობს, რომ ამ “მეორეს” სუსტი გავლენა აქვს რუსეთის საზოგადოებაზე და ფონს ვერ ქმნის. თორემ კარგი ადამიანები ყველა ქვეყანას ჰყავს, ყველამ ვიცით ეს“,- წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g