თორნიკე შენგელიამ, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ცსკა დატოვა კონტრაქტი ორმხრივად გაწყვიტა.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსკოვის ცსკას მათი ჩემსადმი დამოკიდებულებისთვის, კალათბურთელებს და სამწვრთნელო სტაფს”, – თქვა თორნიკე შენგელიამ.
უკვე ოფიციალურად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიური “ვირტუს ბოლონიას” კალათბურთელია. ტრანსფერი იტალიური კლუბის ოფიციალურმა facebook გვერდმაც დაადასტურა.