ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედმა წარმომადგენლებმა ბოლო კვირის განმავლობაში მიღებული განაცხადები დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.
ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, მოიწვიონ ევროკომისია, რათა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ წარდგენილ თითოეულ განცხადებაზე მოსაზრება წარმოადგინონ.
BBC-ის ინფორმაციით, შესაძლოა აღნიშნული პროცესი დროში გაიწელოს – არ არის გამორიცხული, რომ კომისიას დასკვნის მოსამზადებლად 18 თვე დასჭირდეს. ამასთანავე, თუკი პროცესმა წარმატებით ჩაიარა, სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სავარაუდოდ წლების განმავლობაში გაგრძელდება.