LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Welcome to СССР – კიდევ 12 ცნობილი კომპანია, რომელმაც რუსეთის დატოვება ბოლო 2 დღეში გადაწყვიტა

215
cfe98b00-9ed3-11ec-bfbf-4c8395849078

Welcome to СССР – რუსეთი ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდ იზოლაციაში ექცევა. მზარდია იმ საერთაშორისო ბრენდების სია, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის ბაზარს ტოვებენ და ამით, უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. ბოლო 2 დღის სტატისტიკასაც რომ გადავავლოთ თვალი, ნათელია, რომ მალე რუსული ბაზარი მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების იმედად დარჩება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები რუსეთზე უარს ამბობენ.

რაც შეეხება იმ 12 კომპანიის ჩამონათვალს, რომელმაც რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება ბოლო 2 დღეში მიიღო, ასეთია:

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers 28 წლიანი მუშაობის შემდეგ, რუსეთსა და ბელარუსს ტოვებს. „Colliers მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და კატეგორიულად გმობს რუსი სამხედროების შეჭრას”,- განაცხადა Colliers-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეი ჰენიკმა.

რუსეთში 850 რესტორანს დროებით ხურავს McDonald’s. ეს განცხადება კომპანიამ რუსეთის უკრაინაში ინტერვენციიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ გააკეთა. კომპანიის ხელმძღვანელმა ღია წერილი გაავრცელა და დასაქმებულებს აცნობა, რომ ქსელი რუსეთში ოპერირებას დროებით აჩერებს. NBC წერს, რომ McDonald’s რუსეთში, კერძოდ კი, მოსკოვში რესტორანი საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე გახსნა.

თავის საქმიანობას რუსეთში აჩერებს Coca-Cola-ც. ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. „ჩვენი გულები იმ ადამიანებთანაა, რომლებიც უკრაინაში ამ ტრაგიკული მოვლენების მძიმე შედეგებს განიცდიან“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კოკა-კოლას მსგავსად, ამერიკულმა Pepsico-მ რუსეთში Pepsi-ს სასმელების გაყიდვები შეაჩერა. “პეპსი-კოლა შევიდა რუსულ ბაზარზე ცივი ომის დროს და დაეხმარა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობების დაახლოებაში, თუმცა უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ ვაცხადებთ Pepsi-Cola-ს და ჩვენი სასმელების ბრენდების რუსეთში გაყიდვის შეჩერების შესახებ, მათ შორის 7Up და Mirinda; ასევე შევაჩერებთ კაპიტალურ ინვესტიციებს და ყველა სარეკლამო აქტივობას რუსეთში”, – წერს Pepsico.

ტოპ-25 მსოფლიო ბრენდი, რომელიც რუსეთის ბაზრიდან გადის

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, სულ უფრო მზარდია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც რუსეთის ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტეს

კიდევ ერთი ამერიკული კომპანია starbucks-ია, რომელიც რუსეთში ბიზნესსაქმიანობას აჩერებს და ქვეყნის მასშტაბით ყველა ფილიალს ხურავს. კომპანიამ რუსეთში საქმიანობის შეჩერებაზე McDonald’s-ის შემდეგ განაცხადა, რომელმაც ქვეყანაში დროებით ყველა რესტორანი დახურა. starbucks-ის განცხადების თანახმად, რუსეთის უკრაინაში თითქმის ორკვირიანი ინტერვენციის ფონზე მუშაობას აჩერებენ.

რუსეთში ექსპორტს აჩერებს Ferrari. WSJ-ის ინფორმაციით, რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში Ferrari-ს ორი ოფიციალური დილერი ჰყავდა.

Ferrari-ს გზას დაადგა LAMBORGHINI -იც და ის რუსული ბაზრის მომარაგებას აღარ აპირებს. Lamborghini-ის მწარმოებელ კომპანიაში კი იმედოვნებენ, რომ საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულდება და მოლაპარაკებები დიპლომატიურ გზას დაუბრუნდება.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული ენერგოკომპანია Shell კი რუსული ნავთობის და გაზის ყიდვას წყვეტს და ასევე ქვეყნის ბაზრიდან გასვლას გეგმავს. კომპანიის ოფიციალური განცხადებით, უახლოეს მომავალში დაუყოვნებლივ შეწყდება ბაზარზე რუსული წარმოების ენერგოპროდუქტების შეძენა, ხოლო უკვე გაფორმებული კონტრაქტები აღარ განახლდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, Shell რუსეთის მასშტაბით არსებულ ბენზინგასამართ სადგურების დახურვას და რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდებას ეტაპობრივად შეწყვეტას გეგმავს.

Estée Lauder რუსეთში ყველა მაღაზიას ხურავს და ასევე უჩერებს პროდუქციის შოპინგს რითეილერებს. კოსმეტიკის მწარმოებელმა გიგანტმა გასულ კვირას რუსეთში ინვესტიციები შეაჩერა. FT წერს, რომ Estée Lauder შემოსავლის, დაახლოებით, 2.7% რუსეთზე მოდიოდა. კომპანიას აქ წარმომადგენლობა 30 წელზე მეტია აქვს.

Estée Lauder -ის მსგავსად, მსოფლიოს უდიდესი კოსმეტიკის კომპანია L’Oreal რუსეთში მაღაზიებს ხურავს და აგრესორ ქვეყანაში აღარც ახალი ინვესტიციების ჩადებას აღარ აპირებს.

იმ კომპანიების სიას, რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებენ ამერიკული ჯინსების ბრენდი Levi’s-იც შეუერთდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, გასულ წელს Levi’s-ის წმინდა გაყიდვების, დაახლოებით, ნახევარი აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთზე მოდიოდა, მაგრამ „ნებისმიერი ბიზნესმოსაზრებები, აშკარად, მეორეხარისხოვანია იმ ტანჯვის ფონზე, რომელსაც ახლა ბევრი ადამიანი განიცდის ”.

რუსეთთან ექსპორტს წყვეტს უდიდესი შვეიცარიული საათების მწარმოებელი კომპანია Rolex-ც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის ცნობით, შვეიცარიულმა Rolex-მა გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და აგრესიული საომარი მოქმედებების განხორციელების გამო მიიღო.

შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს საერთაშორისო კომპანიები ტოვებენ. ამას გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა; სანქციები შეეხო როგორც რუსეთის პირველ პირებს, ასევე რუს ოლიგარქებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g