LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ყოველთვის გარბის, საკრებულოში ჩემი მისვლისას გარბიან: კახა კალაძე

100
515ad3b8f823bd3c4431e2191e2e9d58_XL (2)

“ოპოზიციის დღევანდელი ქმედება მათ სახეს წარმოადგენს”, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ პროტესტის ნიშნად ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მეშვიდე ასამბლეის სხდომის დატოვება.

მისი სიტყვებით “ოპოზიცია ყოველთვის გარბის”.

“უხერხულია ამ ვითარებაში ოპოზიციაზე საუბარი. ოპოზიცია ყოველთვის გარბის. ისინი გარბოდნენ 2008 წელს. დააკვირდით, საკრებულოში ჩემი მისვლისას გარბიან, დღესაც პატარა სეპქტაკლი მოაწყვეს და გაიქცნენ. ეს არის მათი რეალური სახე”,- აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის რიგით მეშვიდე ასამბლეა ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე დელეგატმა დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g