აშშ-ის კონგრესის ლიდერებმა დღეს მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას, რომ გამოყოფს 13,6 მილიარდ აშშ დოლარს უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად”, – პაკეტის დამტკიცების შესახებ ამერიკული გამოცემები წერენ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოყოფილი თანხიდან 4 მილიარდი დოლარი ევროპის იმ ქვეყნებს ერგება, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ, ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარეს.
“გასულ კვირას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოითხოვა 10 მილიარდი დოლარი სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის, ხოლო დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მხარდაჭერა იმდენად მტკიცე იყო, რომ ორშაბათს ეს მაჩვენებელი 12 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ერთი დღის შემდეგ კი უკვე 13,6 მილიარდ დოლარამდე”, – წერს მედიასაშუალება.
“ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას ტირანიის, ჩაგვრისა და დამორჩილების ძალადობრივი აქტების წინააღმდეგ” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: