LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი სამხედროები კიევის რეგიონიდან ევაკუაციას აფერხებენ, მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე 50 ავტობუსი გაჩერებულია: უკრაინული მედია

111
111

რუსი სამხედროები კიევის რეგიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას აფერხებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“უნიანის” ცნობით, გაჩერებულია 50 ავტობუსი, რომელშიც მოქალაქეები იმყოფებიან.

“ახლა 50 ავტობუსი დაბლოკილია რუსი სამხედროების მიერ. ისინი კოლონას გავლის საშუალებას არ აძლევენ. მიდის მოლაპარაკებები მოძრაობის განბლოკვის მიზნით”, – აცხადებენ ბუჩანსკის რაიონის საკრებულოში და განმარტავებ, რომ მხარეებს შორის “დუმილის დერეფნის” შეთანხმება იყო მიღწეული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაში მარიუპოლის დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს კადრები გავრცელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g