LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ბრედ პიტი და მობერებული ლეონარდო დიკაპრიო ჰოლივუდში (ფოტო)

393

ქუენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის გადაღებები კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ ჯერ კიდევ გადაღებების პირველი დღიდან პოპულარულია. ინტერნეტში თითქმის ყოველდღე ვრცელდება ფოტოები, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავები ჩნდებიან. ამჯერად პაპარაცების ობიექტივში კვლავ მოხვდა 60-იანი წლების სტილის სამოსში გამოწყობილი ბრედ პიტი, რომელიც უჩვეულოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. ასევე ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც გრიმით დაბერებული და ძალიან შეცვლილია. გადასაღებ მოედანზე ასევე ჩანს მარგო რობი და თავად ქუენტინ ტარანტინოც.

ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ სერიული მკვლელის, ჩარლი მენსონის ისტორიას გვიყვება, სადაც დიკაპრიო ვესტერნის ჟანრის ვარსკვლავის, რიკ დალტონის, პიტი კი მისი დუბლიორის, კლიფ ბუტის როლს ასრულებს. სცენარის მიხედვით, პიტისა და დიკაპრიოს  გმირები იმ საზარელი მკვლელობის მოწმეები ხდებიან, რომელსაც მენსონის სექტა ჩაიდენს. რაც შეეხება მარგო რობის, ის მსახიობ შერონ ტეილის როლში გვევლინება, რომელიც მენსონის სექტის მსხვერპლი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g