LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა პუტინს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვეს

214
1

გერმანია და საფრანგეთი რუსეთს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინაში.

ინფორმაციას ელისეს სასახლეზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ვლადიმირ პუტინთან სამმხრივი სატელეფონო საუბრის დროს, დღეს მოითხოვეს.

“გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ასევე მტკიცედ აღნიშნავენ, რომ კრიზისი, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს.

სამივე ლიდერმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეების განმავლობაში ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში დარჩებიან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

mazda magti 5g