ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს “დიახ” უკრაინის ევროინტეგრაციაზე. მისი თქმით, პროცესი დაიწყო.
“ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციაზე. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენი და უკრაინელების გადასაწყვეტია, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს”, — წერს ნაუსედა.
A historic night at Versailles. After five hours of heated discussions EU leaders said yes to Ukrainian eurointegration. The process started. Now it is up to us and Ukrainians to accomplish it fast. Heroic Ukrainian nation deserves to know that they are welcome in EU.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) March 11, 2022