გამოფენების ცენტრ ,,ექსპოჯორჯიას” ორგანიზებით, 25-27 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში მედიცინის ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი აერთიანებს სამ საერთაშორისო გამოფენას:
- BEAUTY EXHIBITION 2018 – ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა;
- CAUCASUS HEALTHCARE – სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა;
- TBILISI DENTAL SHOW – სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა.
მონაწილეთა პროფილი:
BEAUTY EXHIBITION 2018
გამოფენა საინტერესოა როგორც სალონების მფლობელებისთვის, ასევე ნებისმიერი ასაკის ქალისთვის. აქ არის ყველაფერი, რაც თავის მოვლისთვის გჭირდებათ, ერთ სივრცეში:
- 15-დან 50%მდე ფასდაკლებები თავის მოვლის საშუალებებსა და კოსმეტიკაზე;
- შეთავაზებები თავის მოვლის სხვადასხვა პროცედურებზე;
- სილამაზის სალონები;
- ესთეტიკური მედიცინის ცენტრები;
- სპაცენტრები;
- პრეზენტაციები და ტრენინგები დარგში არსებულ სიახლეებზე;
- make-up არტისტები;
- სოლარიუმები;
- სალონების პროდუქცია.
CAUCASUS HEALTHCARE
- სამედიცინო ტექნოლოგია და აღჭურვილობა;
- ლაბორატორია და დიაგნოსტიკა;
- ფარმაკოლოგია;
- საავადმყოფოები და სამედიცინო დაწესებულებები;
- სადაზღვევო მომსახურება;
- პუბლიკაციები და მომსახურება;
- ოფთალმოლოგია.
TBILISI DENTAL SHOW
- სტომატოლოგიური აღჭურვილობა და ტექნიკა;
- სტომატოლოგიური ინსტრუმენტები და მასალები;
- სტომატოლოგიური მედიკამენტები
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-მდე კომპანიის მომსახურება და პროდუქცია. აქედან 40% უცხოელო, ხოლო 60% ქართველი მონაწილეა.
”აუდიტორია, რომელსაც ველოდებით: სილამაზის მხარეს ქალბატონები, რომლებიც დაინტერესებულები არიან დიდი ფასდაკლებებით დეკორატიულ კოსმეტიკასა და სხვადასხვა ესთეტიკურ პროცედურაზე. რაც შეეხება სამედიცინო მხარეს, სამიზნე აუდიტორია იქნება: კლინიკების შესყიდვები, ექიმები, კლინიკების მფლობელები”, – აცხადებენ ”ექსპოჯორჯიაში”.
სამუშაო საათები: 10:00-18:00
პარალელური ღონისძიება: სტომატოლოგთა კონფერენცია 2018
ორგანიზატორი: გამოფენების ცენტრი ”ექსპოჯორჯია”
მისამართი: წერეთლის გამზ. 118