უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს ატერორებენ და აწამებენ.
ამის შესახებ Ukrinform-ი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, ლუდმილა დენისოვას ტელეგრამზე დაყრდნობით წერს:
“ქალაქ ენერგოდარში რუსი ჯარისკაცები პირდაპირ ქუჩებში სცემენ და აწამებენ ხალხს, იტაცებენ გამვლელებს, ართმევენ მათ ავტომანქანებს. კიევის რეგიონის დროებით ოკუპირებულ სოფლებში რუსი ბოევიკები ძარცვავენ და ამსხვრევენ სახლებს, ართმევენ მოსახლეობას ნივთებსა და საკვებს”, – განაცხადა დენისოვამ.
ომბუდმენის ინფორმაციით, გუშინ ე.წ. “სამხედრო მეთაურმა” ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ნოვა კახოვკას, ტავრისკისა და კახოვკას მასშტაბით, კომენდანტის საათი ცხადდება, იკრძალება იარაღის ტარება, შეხვედრები და მიტინგების ჩატარება.
როგორც დენისოვა აღნიშნავს, ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, აგრესორი იმუქრება, რომ მოქალაქეებს მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ და მათ სამრთალდამცავ ორგანოების გადასცემენ.
ომბუდსმენი განმარტავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი ომის დანაშაულია.
დენისოვა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გაითვალისწინოს ეს ფაქტები.
“ნიურნბერგი 2 ელოდება რასისტულ ხელმძღვანელობას და სამხედროებს”, – აცხადებს დენისოვა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე