LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ფინანსთა მინისტრი უცხო ქვეყნებს რუსეთში ხელოვნური დეფოლტის გამოწვავაში ადანაშაულებს

71
611182_PMEF_2021_perviy_deny_Siluanov_Mutko_Alihanov_Nibiullina_Sankt_Peterburg_siluanov_anton_250x0_3600.2400.0.0

რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი უცხო ქვეყნებს რუსეთში ხელოვნური დეფოლტის გამოწვავაში ადანაშაულებს.

„რუსეთის ბანკისა და რუსეთის მთავრობის უცხოური ვალუტის ანგარიშების გაყინვა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მთელი რიგი უცხო ქვეყნების სურვილი, მოაწყონ ხელოვნური დეფოლტი, რომელსაც რეალური ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა ანტონ სილუანოვმა. მისივე თქმით, რუსეთი შეასრულებს ვალდებულებებს და მას აქვს რესურსი, რომ გადაიხადოს სახელმწიფო ვალი.

შეგახსენებთ, რუსეთს დეფოლტი უახლოვდება – ცნობილმა ამერიკულმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთს რეიტინგი, „დეფოლტი გარდაუვალია“ მიანიჭა. რუსეთს დეფოლტის რეიტინგი Fitch-მა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვაზე ვაშინგტონის გადაწყვეტილების ფონზე მიანიჭა.

რუსეთში დეფოლტი, სავარაუდოდ, აპრილში გამოცხადდება: „ის ვენესუელის მსგავსი იქნება”

Fitch Ratings-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ რუსეთის რეიტინგი ექვსი საფეხურით, მეორე ყველაზე დაბალ დონემდე, C-მდე შეამცირა, რაც მხოლოდ ერთი ნაბიჯით აღემატება მსესხებლებს, რომლებიც უკვე გადავიდნენ დეფოლტში.

Fitch Ratings-ის გარდა, რუსეთში დეფოლტის შესაძლებლობაზე სხვა ორგანიზაციებიც საუბრობენ. აპრილის შუა რიცხვებისთვის რუსეთი, შესაძლოა, დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს, – აღნიშნულ პროგნოზს ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ის წარმომადგენელი, საიმონ ვეივერი აკეთებს. საიმონ ვეივერი მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის საგარეო ვალის გადახდის შანსები მცირდება, რადგან ობლიგაციების ფასები ეცემა და ქვეყანას რეცესია ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g