რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დააზიანეს ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და ქალაქ სლავუტიჩს ამარაგებს. ინფორმაციას „უკრენერგოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„გუშინ „უკრენერგოს“ სარემონტო ჯგუფმა შეაკეთა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც კვებავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და ქალაქ სლავუტიჩს. 19:07 საათზე დაიწყო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურისა და ქალაქ სლავუტიჩის ელექტრომომარაგების აღდგენა. თუმცა, ამ სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა, რადგან დამპყრობლებმა მალევე ისევ დააზიანა ხაზი“,- აღნიშნეს „უკრენერგოს“ პრესსამსახურში.