მაშინ, როდესაც უკრაინაში, ქალაქი ბუჩა იბომბებოდა, სახლი აფეთქებების გამო ირყეოდა, არ იყო ელექტროენერგია და წყალი, სამყაროს კიდევ ერთი პატარა მოევლინა, რომელიც დედამ ექიმის გარეშე, მეზობლების დამხარებით გააჩინა.
ანა ტიმჩენკოს ისტორიაზე დასავლური მედია წერს.
ანას ქმარი ამბობს, რომ გინეკოლოგს დაუკავშირდნენ და მისვლას დაჰპირდა, თუმცა როგორც გაირკვა, იმის გამო, რომ რუსმა სამხედროებმა ის დააკავეს და ტელეფონი დაუმტვრიეს, ექიმმა მშობიარე გოგოს დასახმარებლად მისვლა ვერ შეძლო.
“ეს ჩემი პირველი მშობიარობა იყო, არასდროს მიფიქრია, რომ ასეთ პირობებში მომიწევდა მშობიარობა”, – ამბობს ანა.
“როდესაც ბავშვი დაიბადა, ძალიან შეგვეშინდა, ლურჯი იყო, არ სუნთქავდა… ბოლოს ტირილი დაიწყო და შვებით ამოვისუნთქეთ,” – თქვა ანა ტიმჩენკოს მეზობელმა.