LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიისა და შვედეთის მსგავსად, უკრაინის დემილიტარიზაცია შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს: დიმიტრი პესკოვი

194
დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „უკრაინაში ავსტრიის ან შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, რომელსაც საკუთარი ჯარი ჰყავს, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს“. პესკოვის განცხადებას რუსული მედია „რია“ ავრცელებს.

„ეს არის ვარიანტი, რომელიც ახლა ნამდვილად განიხილება და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რეალურ კომპრომისად“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ლავროვი: მოლაპარაკებებზე უკრაინის ნეიტრალური სტატუსის საკითხი განიხილება, რაც მიბმულია რუსეთის მოთხოვნასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

magti 5g