გაჰყავს თუ არა რუსეთის ფედერაციიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები, – საკითხზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ რა ტექნიკა შედის და გადის, ეს არის ოპერატიული ინფორმაცია, რის ღია ეთერში საუბარსაც ის მიზანშეწონილად არ თვლის.
“თუ რა ტექნიკა შემოდის და გაჰყავთ, არის ოპერატიული ინფორმაცია, დაზუსტებული ფაქტები არავის აქვს და ვერავინ დაგვიდასტურებს, აქედან გამომდინარე ამაზე საუბარი არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ცხინვალის მეოთხე რუსულ ბაზაზე განთავსებულ სამხედრო ტექნიკასა და კონტრაქტით მომუშავე სამხედრო პირებს უკრაინაში გზავნიან.
Media error: Format(s) not supported or source(s) not found
გადმოწერეთ ფაილი: https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2022/03/275756589-638433460592478-3393811502531375907-n-2022-03-17_17-33-00_259009.mp4?_=5უკრაინაში სამხედროთა გამგზავრების შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობა ამას ადასტურებს.