რუსეთს თავდაცვის მინისტრმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით ფილმების ჩვენების შეწყვეტა მოითხოვა.
ამის შესახებ გამოცემა The Insider, რუსეთის კულტურის მინისტრის, ოლგა ლუბიამოვასთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით წერს. დამადასტურებელი ფაქტი გამოცემას კულტურის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა.
ამ წერილის მიხედვით „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ფარგლებში ხდება ქვეყნის ხელისუფლების და რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების მხარდამჭერი პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ღონისძიებების რეალიზაცია“ და ამ ფონზე „რუსეთის მედიასივრცის კულტურულ სექტორში გრძელდება ფილმების და სატელევიზიო გადაცემების ჩვენება ზელენსკის მონაწილეობით“.
ამავე კონტექსტში მოხსენიებულია უკრაინელი მედიამენეჯერის, ალექსანდრ როდნიანსკის პროექტები.
წერილის თანახმად, „მითითებულ პირთა პოპულარიზაცია არსებულ პირობებში ხელს არ უწყობს ქვეყნის ხელმძღვანელობის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას“, ამიტომ ზელენსკი და როდნიანსკი „რუსეთის ფედერაციის კულტურული დღის წესრიგიდან უნდა გაირიცხონ“.
Сергей Шойгу предложил министру культуры Ольге Любимовой «проработать вопрос об исключении В. А. Зеленского и А. Е. Роднянского из культурной повестки Российской Федерации». Фотографию письма редакции The Insider передал источник, близкий к Минкульту.https://t.co/xgUUypFzC4 pic.twitter.com/xa5cucqynA
— The Insider (@the_ins_ru) March 17, 2022