საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საბერძნეთი მზადაა, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაბომბილი სამშობიარო საავადმყოფოს აღსადგენად.
ამის შესახებ მან საკუთარ ,,ტვიტერ“ პოსტში დაწერა.
„საბერძნეთი მზად არის აღადგინოს სამშობიარო საავადმყოფო მარიუპოლში, უკრაინაში ბერძნული უმცირესობის ცენტრში, ქალაქში, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია და ომის ბარბაროსობის სიმბოლოა“, – წერს კირიაკოს მიცოტაკისი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ იტალია მზადაა, განადგურებული მარიუპოლის თეატრი აღადგინოს. ამის შესახებ ქვეყნის კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ განაცხადა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
Greece’s Prime Minister Kyriakos Mitsotakis said that their country is ready to rebuild a maternity hospital in #Mariupol, where a significant Greek diaspora lived before the full-scale invasion of the #RussianFederation
— KyivPost (@KyivPost) March 18, 2022