დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და აცხადებს, რომ ბრიტანეთი უკრაინას დამატებით თავდაცვით დახმარებას გაუგზავნის.
ამის შესახებ ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს:
“ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შევაქე უკრაინელი ხალხის მტკიცე წინააღმდეგობა აგრესიის მიმართ.
დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინის გვერდით – ჩვენ გავგზავნით შემდგომ თავდაცვით დახმარებას და მათ ასევე აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა მოლაპარაკებებში”, – წერს ჯონსონი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
I spoke to President @ZelenskyyUa and praised the steadfast resistance of the Ukrainian people in the face of aggression.
The UK stands with Ukraine – we will send further defensive aid and they have our full backing in the negotiations.
— Boris Johnson (@BorisJohnson) March 18, 2022
