LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Kyiv Independent: რუსეთმა სტრატეგიული აეროპორტიდან ავიაცია გაიყვანა.. ვრცელდება ფოტოები

225
რტჰე

The Kyiv Independent Telegram არხზე ავრცელებს სატელიტურ ფოტოებს, რომლის თანახმად, სტრატეგიული აეროპორტიდან რუსეთის სამხედრო ავიაციის გადაადგილება შეინიშნება.

როგორც გამოცემა წერს, ოკუპანტმა ტექნიკა ადგილიდან გაიყვანა.

მედია წერს, რომ ჩორნობაივკას აეროპორტი, რომელზეც ოკუპანტების ტექნიკა უკრაინის საჰაერო ძალებმა 8-ჯერ დაბომბა, უკვე ცარიელია.

როგორც The Kyiv Independent წერს, აეროპორტს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ რუსეთის სახმელეთო ჯარები აკონტროლებენ. 

ჩორნობაივკა ქვეყნის სამხრეთით, ხერსონის ოლქში მდებარეობს. რამდენიმე დღის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ “უკრაინული ჩორნობაივკა შევა ომის ისტორიაში”.

“ეს ის ადგილია, სადაც რუსმა სამხედროებმა და მათმა მეთაურებმა თავი ისე გამოიჩინეს, როგორებიც არიან: არაკომპეტენტურები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ხალხი უბრალოდ სასაკლაოზე მიიყვანონ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში