LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე, ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება

80
plane-over-colosseum

28 მარტიდან, ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება. რეისებს ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს.

„ასევე, სასიამოვნო სიახლეა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, იტალიაში გამგზავრება უკვე ტურისტული მიზნებითაც შეეძლებათ. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს:

მგზავრის ლოკატორის ფორმა (PLF) https://app.euplf.eu/#/

კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა, ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერტიფიკატი.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მეორე ქალაქში – მილანშიცაა შესაძლებელი ქუთაისიდან მოხვედრა“, – ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბილეთების დასაჯავშნად ეწვიე ვებგვერდს https://wizzair.com/ka-ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g